"იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი სასამართლოში ჩივილს აპირებს » სპორტის ხაზი

"იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი სასამართლოში ჩივილს აპირებს

"იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი სასამართლოში ჩივილს აპირებს
12-09-2023, 17:39
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „იუვენტუსი“ დატოვა და კარიერა ბერლინის "უნიონში" გააგრძელა.

როგორც იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, 36 წლის იტალიელი „ბებერი ქალბატონისთვის“ სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ბონუჩის ზარალის ანაზღაურება სურს, რომელიც, მისი თქმით არაადეკვატური ვარჯიშების, ცუდი მოსამზადებელი პირობების და იმიჯის დაზიანების გამო მიადგა,
იგი სპეციალურად არ შეჰყავდათ განაცხადში, რათა თავი მარტოსულად ეგრძნო. ეკრძალებოდა სპორტ დარბაზში, საცურაო აუზზე და რესტორანში სიარული.

იტალიელი თვლის, რომ ეს ყველაფერი განზრახ ხდებოდა და ამ მიზეზთა გამო კლუბისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ვეტერანი ცენტრალური მცველის თქმით, სასამართლოს მოგების და ფინანსური ანაზღაურების მიღების შემთხვევაში, მიღებულ თანხას მთლიანად გადასცემს Neuroland-ს, ასოციაციას, რომელიც მხარს უჭერს ბავშვების ოჯახებს, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან ტურინის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიულ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი