"ესპანეთთან წაგებამ უნდა გაგაძლიეროს" - Marca-ს მხარდაჭერა გიორგი მამარდაშვილს » სპორტის ხაზი

"ესპანეთთან წაგებამ უნდა გაგაძლიეროს" - Marca-ს მხარდაჭერა გიორგი მამარდაშვილს

"ესპანეთთან წაგებამ უნდა გაგაძლიეროს" - Marca-ს მხარდაჭერა გიორგი მამარდაშვილს
10-09-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი სპორტული გამოცემა Marca საქართველოს ნაკრების ესპანეთთან მარცხს გამოეხმაურა, განსაკუთრებული აქცენტი კი გიორგი მამარდაშვილზე გაამახვილა, რომესაც თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ქართველს აქვს უნარი, გადალახოს წარუმატებლობები, მიუხედავად იმისა, რომ 22 წლისაა. ესპანეთთან წაგება (1:7) კიდევ ერთი მიზეზია, რომ განაგრძოს ზრდა, მიუხედავად კიდევ ერთხელ მიყენებული ტრავმისა. სპორტსმენებს ძლიერი დარტყმები აძლიერებს, მამარდაშვილმა კი 22 წლის ასაკში ბევრი რამ გადაიტანა. ესპანეთთან ანგარიში 1:7 და შვიდი გოლის გაშვება არის ის, რაც თავის კვალს დატოვებს და არასოდეს დაავიწყდება. თუმცა, რაც დაემართა „ვალენსიას“ მეკარეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში, დიდხანს ვერ დაივიწყებს. მის პროფესიულ კარიერაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.

აქამდე მამარდაშვილს ერთ თამაშში მხოლოდ ოთხი გოლი ჰქონდა გაშვებული. ეს კი ხუთჯერ დაემართა კარიერის განმავლობაში – რუსთავში, თბილისის ლოკომოტივსა და ვალენსიაში. ამ უკანასკნელში ეს ბარსელონასთან (1:4) 2021-22 წლების სეზონში მოუვიდა. თუმცა, შვიდი გოლი არის ტვირთი, რომლის მონელებაც მას მოუწევს. თითქმის ყველა გაშვებულ გოლში მას ესპანელ თავდამსხმელებთან არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მამარდაშვილმა თავისი გუნდი კი ექვსჯერ გადაარჩინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩი კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დასრულდებოდა.


"ესპანეთთან წაგებამ უნდა გაგაძლიეროს" - Marca-ს მხარდაჭერა გიორგი მამარდაშვილს

ესპანეთთან მარცხი გიორგისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული გამოდგა


ქართველი მეკარე სულ რაღაც ორ კვირაში 23 წლის ხდება. არის ისეთი რამ, რაც გიორგის სხვებისგან განასხვავებს – მამარდაშვილს ასეთი ექსტრემალური ვითარებების გადახარშვის უნარი გააჩნია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, კარიერაში უკვე უმაღლესი დონის ბევრი მატჩები დაუგროვდა. ამავე დროს, ისეთი მომენტების გადატანა მოუხდა, ისეთ სტრესულ სამყაროში, როგორიც ფეხბურთია. 22 წლის ბიჭისთვის უჩვეულოდ გაიზარდა და მომწიფდა.

კოპა დელ რეის ფინალში წაგება რეალ ბეტისთან 2022 წელს კიდევ ერთი დარტყმა იყო მეკარისთვის, რომელიც იმ დროს 21 წლის იყო და საკვანძო მომენტის წინაშე აღმოჩნდა – პენალტების სერია. ამ დროს მან ხუთი დარტყმიდან ერთიც ვერ მოიგერია. და დაიწყო აჟიოტაჟი, რომ პენალტების აღება არ შეეძლო. წელიწადნახევარი დასჭირდა, რომ ესეც ესწავლა. გიორგიმ საქართველო-ესპანეთის მატჩამდე ერთი კვირით ადრე, ალავესთან შეხვედრაში პენალტი ორჯერ აიღო.

მეკარისთვის კიდევ ერთი დელიკატური მომენტი ამ ზაფხულს მოხდა. ვალენსიიდან მისი წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. კლუბი, რომელიც ფინანსური სუსტია და მისი რესურსები იწურებოდა, მზად იყო, ნებისმიერი მოთამაშე გაეყიდა. მეკარე გასულ მაისში ეროვნულ ნაკრებში ისე წავიდა, დარწმუნებული იყო, რომ „ვალენსიაში“ აღარ დაბრუნდებოდა. თუმცა, სატრანსფერო ბაზარზე ვითარება იმდენად გართულდა, რომ დაბრუნება მოუხდა, მაგრამ გიორგი იმედგაცრუებას უნდა დაემშვიდობოს."
– წერს ესპანური გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი