ესპანეთის მწვრთნელი: "საქართველოს ისტორიაში საუკეთესო თაობა ახლა ჰყავს" » სპორტის ხაზი

ესპანეთის მწვრთნელი: "საქართველოს ისტორიაში საუკეთესო თაობა ახლა ჰყავს"

ესპანეთის მწვრთნელი: "საქართველოს ისტორიაში საუკეთესო თაობა ახლა ჰყავს"
7-09-2023, 19:49
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს.

ესპანელთა თავკაცმა, ლუის დე ლა ფუენტემ, მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა:

"ბოლო ხანებში საქართველოს ნაკრებს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, ძალიან დიდი პროგრესი აქვს, ხვალ ნამდვილად ძალიან რთული მატჩი გველის.

ხვიჩა კვარაცხელია ფენომენალური მოთამაშეა, თუმცა მთავარი გუნდურობაა. ამ მისიას ვილი სანიოლიმ კარგად გაართვა თავი და გუნდი ერთ მუშტად შეკრა.

ქართველებს თვალს აქტიურად ვადევნებ, ბრწყინვალე თაობა ჰყავთ, მეტიც, შეიძლება, მათ ისტორიაში საუკეთესო გენერაცია სწორედ ახლა ჰყავთ. თავის მხრივ, ძალიან მოტივირებულები ვართ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ",
- განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.