'ძლიერი გუნდი, მაღალი ტემპი და ეროვნული ნაკრები' - კვარაცხელია » სპორტის ხაზი

'ძლიერი გუნდი, მაღალი ტემპი და ეროვნული ნაკრები' - კვარაცხელია

'ძლიერი გუნდი, მაღალი ტემპი და ეროვნული ნაკრები' - კვარაცხელია
7-09-2023, 18:24
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე დღეა, რაც სრული შემადგენლობით შეიკრიბა და 8 სექტემბერს, ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.

მედიასთან მიმდინარე პროცესების შესახებ კომენტარს ხვიჩა კვარაცხელია აკეთებს - "მნიშვნელოვანი თამაში გველის. ესპანეთის სახით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით. ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და ვემზადებით ორივე მატჩისთვის. როგორც ესპანეთი, ისე ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდები არიან.

ვპირდებით გულშემატკივარს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მათ მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან თითოეულ თამაშზე ავსებენ სტადიონს. ძალიან კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას. ეს ძალიან გვაკლდა. როდესაც ძლიერ გუნდში თამაშობ, სადაც მაღალი ტემპია, ეს ნაკრებზეც აისახება და ეხმარება ეროვნულ გუნდს".


საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 8 სექტემბერს, 20:00-ზე, დინამო არენაზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.