გასულ სეზონში "ნაპოლის" მთავარი პენალტისტი ხვიჩა კვარაცხელია იყო, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ჰყავს რუდი გარსიას სახით.
Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ მიუხედავად ამისა, სტანდარტების შემსრულებელი არ იცვლება - რუდი გარსიაც გუნდის მთავარ პენალტისტად და კუთხურების ჩამწოდებლად ქართველ გარემარბს მოიაზრებს.
როგორც ჩანს, სეზონის მეორე ნახევარში კვარაცხელიას რამდენიმე გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის მიუხედავად, ქართველს რუდი გარსიას თვალში ნდობა არ დაუკარგავს და ამ პასუხისმგებლობას კვლავ მას აკისრებს.
ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ "სპალთან" შეხვედრაში კუთხურების უმეტესობა სწორედ ჩვენებურმა ფეხბურთელმა შეასრულა.