რატომ შეცვალეს გელაშვილი შესვენებაზე? - რას ამბობს მწვრთნელი » სპორტის ხაზი

რატომ შეცვალეს გელაშვილი შესვენებაზე? - რას ამბობს მწვრთნელი

რატომ შეცვალეს გელაშვილი შესვენებაზე? - რას ამბობს მწვრთნელი
4-09-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

გელაშვილმა სადებიუტო მატჩი იტალიურ სერია B-ში "კომოს" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ შესვენებაზე "სპეციას" მთავარმა მწვრთნელმა მისი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სპეცია ამ თამაშში 0:1 დამარცხდა, რის გამოც "სპეციას" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკეს. მან ისაუბრა ქართველ ფეხბურთელზეც და აღნიშნა, რომ ქართველს მცველს ადაპტაციის გავლისთვის დრო ჯერ კიდევ სჭირდება.

"დღეს დაცვაში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მერწმუნეთ, ნახავთ დაცვას, რომელიც კარგად იმუშავებს. გელაშვილმა დიდი ხნის შემდეგ პირველად ითამაშა, პირველი ტაიმის ბოლოს ის არ იყო კარგად, ამიტომ შევცვალე. დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ იხილავთ დაბალანსებულ სპეციას. მიუჰლი და გელაშვილი შეიტანენ თავიანთ წვლილს, ისინი კარგი მოთამაშეები არიან, ცხადია, გარკვეულ მექანიზმებს უნდა მოერგონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოერგებიან, ადაპტაციას გაივლიან და ფუნქციონალური იქნებიან" - თქვა სპეციელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ.

"სპეციას" სამი თამაშის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს ქულა აქვს და მომდევნო ტურში "ვენეციას" დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი