ტენ ჰაგმა სანჩოს განაცხადს მიღმა დატოვება ახსნა - ინგლისელის პასუხმა არ დააყოვნა » სპორტის ხაზი

ტენ ჰაგმა სანჩოს განაცხადს მიღმა დატოვება ახსნა - ინგლისელის პასუხმა არ დააყოვნა

ტენ ჰაგმა სანჩოს განაცხადს მიღმა დატოვება ახსნა - ინგლისელის პასუხმა არ დააყოვნა
4-09-2023, 08:30
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" დაძაბულ ბრძოლაში ლონდონის "არსენალთან" 3-1 დამარცხდა.

ჯეიდონ სანჩო ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადს მიღმა დატოვა. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თავისი გადაწყვეტილება გულშემატკივარსაც აუხსნა:

"სანჩო განაცხადს მიღმა ვარჯიშებზე არასათანადო გარჯის გამო დარჩა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ განაცხადში არ შეგვეყვანა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" შენი დონე ყოველდღე უნდა დაამტკიცო, ხოლო სანჩოს განაცხადს მიღმა ყოფნა დღეს სწორედ ამით აიხსნება", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

აღნიშნულ განცხადებას ჯეიდონ სანჩომ სოციალურ ქსელში უპასუხა და აღნიშნა, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება. ინგლისელის თქმით, ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს და "იუნაიტედისთვის" ბრძოლას აგრძელებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი