ცნობილია - რატომ ჩაიშალა ვან დე ბეკის ფრანგულ გუნდში ტრანსფერი » სპორტის ხაზი

ცნობილია - რატომ ჩაიშალა ვან დე ბეკის ფრანგულ გუნდში ტრანსფერი

ცნობილია - რატომ ჩაიშალა ვან დე ბეკის ფრანგულ გუნდში ტრანსფერი
3-09-2023, 18:17
Aa Aa
გაზიარება:

დონი ვან დე ბეკის "მანჩესტერ იუნაიტედში" კარიერა ვერა და ვერ აეწყო, ნიდერლანდელი ფეხბურთელი დიდი ხანია, ახალი გუნდის ძიებაშია, თუმცა უშედეგოდ.

L’Equipe იტყობინება, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში დონის ტრანსფერით "ლორიენი" იყო დაინტერესებული. ფრანგულმა კლუბმა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფეხბურთელის იჯარის თაობაზე შეთანხმება მიაღწიეს, თუმცა ვან დე ბეკმა "ლორიენში" გადასვლა არ ისურვა და მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაიწყო.

საბოლოო ჯამში, ვან დე ბეეკს სხვა ვარიანტი აღარ გამოუჩნდა - მისი გადაბირება არც იჯარის წესით და არც ტრანსფერით არავინ ისურვა.

ამ ყველაფრის ფონზე, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ვან დე ბეეკის აგენტმა "ლორიენს" თავისი კლიენტი თავად შესთავაზა, თუმცა ფრანგებმა ეს ყველაფერი შეურაცხყოფად მიიღეს და ვან დე ბეეკის გაფორმებაზე უარი თქვეს.

შესაბამისად, ვან დე ბეეკი კვლავ "იუნაიტედშია", ხოლო სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი