ახალი ფორმატი - ახალი ჩემპიონთა ლიგა » სპორტის ხაზი

ახალი ფორმატი - ახალი ჩემპიონთა ლიგა

ახალი ფორმატი - ახალი ჩემპიონთა ლიგა
2-09-2023, 21:20
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონი ამ ფორმატით ბოლო იქნება.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც "რეალს", ბერლინის "უნიონსა" და "ბრაგას" დაუპირისპირდება

დავით ხოჭოლავა, რომლის "კოპენჰაგენიც" "ბაიერნს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "გალათასარაის" შეერკინება

და ქართველების დონეცკის "შახტარი", რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი ასპარეზობენ. ისინი "ბარსელონასთან", "პორტუსთან" და "ანტვერპენთან" ითამაშებენ.

ჩემპიონთა ლიგის ეს დიდი ცვლილება ჯერ კიდევ 2021 წლიდანაა ცნობილი, რომელიც სუპერ ლიგის ტურნირთან იყო დაკავშირებული,


• ძირითად ეტაპზე ერთმანეთს 36 გუნდი დაუპირისპირდება.

• ახალი სეზონიდან "შვეიცარიული სისტემა" ამოქმედდება. ჯგუფების ნაცვლად ერთიანი სატურნირო ცხრილი იმოქმედებს.

• თითოეული კლუბი გამართავს 8 მატჩს (4-4 შინ და გარეთ). შვეიცარიული სისტემაში მოგებულები მოგებულებს დაუპირისპირდებიან, შესაბამისად, დამარცხებულები დამარცხებულებს. ერთ ტურნირზე ერთი და იმავე გუნდთან ორჯერ თამაში, არ შეიძლება.

მთლიანობაში 96-ის ნაცვლად 144 მატჩი გაიმართება.

• 8 მატჩი გაიმართება 10 კვირის განმავლობაში.

• საბოლოო ჯამში 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მერვედფინალში გადის. ხოლო მე-9-დან 24-ე ადგილზე გასულები დამატებით ტურნირს პლეი-ოფის სისტემით გაითამაშებენ 2-2 მატჩით გაითამაშებენ. სწორედ ამის მიხედვით გაირკვევა მეორე 8 კლუბი, რომლებიც ასევე მერვედფინალში ჩაებმებიან.

• სულ ჩემპიონთა ლიგის სეზონში 189 მატჩი გაიმართება. 1/8 ფინალიდან მოყოლებული, ცვლილებები არაა - ყველაფერი ძველებურად გაიმართება. უეფას სურდა ერთმატჩიანი ნახევარფინალების შემოღება, მაგრამ შემდეგ ამ იდეაზე უარი თქვეს.

• სიახლეები საგზურების განაწილებაში: რეიტინგით მე-5 ქვეყანა ერთ დამატებით საგზურს მიიღებს. ამ ქვეყნის მესამეადგილოსანიც ლიგაზე მოხვდება.

• საკვალიფიკაციო ეტაპიდან რომელშიც მონაწილეობას ქვეყნების ჩემპიონები მიიღებენ, ძირითად ტურნირში 4-ის ნაცვლად 5 კლუბი გავა.

• 2 დამატებით საგზურს მიიღებს, წინა სეზონის ორი საუკეთესო ქვეყანა ევროთასების რეიტინგით. აქ ერთი დეტალია: ტოპლიგებიდან მაქსიმალური კვოტა 6 კლუბია.

• ახალი გათვლებით ჩემპიონთა ლიგის სეზონის შემოსავალი 4.6-4.8 მილიარდის ფარგლებში უნდა იყოს.

• კლუბების შემოსავლები საერთო ჯამი 21%-ით გაიზრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი