L'EQUIPE : მიქაუტაძემ "აიაქსში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა » სპორტის ხაზი

L'EQUIPE : მიქაუტაძემ "აიაქსში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

L'EQUIPE : მიქაუტაძემ "აიაქსში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა
29-08-2023, 20:44
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, დარჩა მხოლოდ აიაქსთან კონტრაქტის გაფორმება, იტყობინება L'EQUIPE - ი.

"მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებამდე რამდენიმე საათი რჩება. თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. როგორც მოსალოდნელი იყო, 22 წლის ქართველმა ოთხწლიანი კონტრაქტი უნდა გააფორმოს."

დეტალები : მეცი ქართველის გაყიდვით 16 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს 3 მილიონს ბონუსების სახით.

ფრანგულმა კლუბმა გიორგის შემცვლელის ძებნა დაიწყო, თუმცა როგორც მედიაში იწერება მეცი ახალი ფეხბურთელისთვის დიდ თანხას არ გაიღებს.

L'EQUIPE : მიქაუტაძემ "აიაქსში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი