მაქს ფერსტაპენმა ჰოლანდიის გრან პრი მოიგო » სპორტის ხაზი

მაქს ფერსტაპენმა ჰოლანდიის გრან პრი მოიგო

მაქს ფერსტაპენმა ჰოლანდიის გრან პრი მოიგო
28-08-2023, 20:28
Aa Aa
გაზიარება:

მაქსმა საკუთარ კედლებში ჩემპიონობა არავის დაუთმო. მან ზედიზედ მოგებული გრან პრებით, ლეგენდარული სებასტიან ფეტელის და ფერნანდო ალონსოს რეკორდი გაიმეორა. ცუდი ამინდის და წვიმის მიუხედავად ფერსტაპენმა შეჯიბრი არაჩვეულებრივად წარმართა და ფინიშის ხაზზეც პირველი მივიდა.

ამ სეზონში გამართული 13 გრან პრიდან 11 მაქს ფერსტაპენმა მოიგო. აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ უკვე ზედიზედ მეცხრე გრან პრია რაც პირველობას არავის უთმობს. იმ შემთხვევაში თუ მაქსი იტალიის გრან პრისაც მოიგებს, ის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება და უკან ჩამოიტოვებს ისეთ სპორტსმენებს როგორებიც არიან: სებასტიან ფეტელი და ფერნანდო ალონსო.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს , ის ასე გამოიყურება:

1. მაქს ფერსტაპენი (339)
2. სერხიო პერესი (201)
3. ფერნანდო ალონსო (168)
4. ლუის ჰემილტონი - (156)
5. კარლოს საინსი - (102)
6. შარლ ლეკლერი - (99)
7. ჯორჯ რასელი - (99)
8. ლანდო ნორისი - (75)
9. ლანს სტროლი - (47)
10. პიერ გასლი - (37)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი