"ვალენსია" ბოლო წუთებზე დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა? » სპორტის ხაზი

"ვალენსია" ბოლო წუთებზე დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა?

"ვალენსია" ბოლო წუთებზე დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა?
27-08-2023, 23:37
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მესამე ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ სახლში ოსასუნა მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

სტუმრებმა შეხვედრაში დაწინაურება 24-ე წუთზევე მოახერხეს - აიმარ ოროზიმ თერთმეტმეტრიანი იდეალურად შეასრულა. გაშვებული გოლის შემდეგ 'ღამურები' გააქტიურდნენ და საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრება 80-ე წუთზე მაინც მოახერხეს. ამ გოლის შემდეგ მოედანზე ვითარება ძალიან დაიძაბა, მსაჯმა შეხვედრას ხუთი წუთი დაამატა. დამატებით დროში ოსასუნამ ვალენსიას აქტიურად შეუტია და 94 -ე წუთზე ანტე ბუდიმირის ასისტით ნაჩო ვიდალმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.

მატჩის დასრულების შემდეგ SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული 90 წუთის მიხედვით შეაფასა - მამარდაშვილმა ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება 6.2 ქულა დაიმსახურა.

"ვალენსია" ბოლო წუთებზე დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა?
ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი