მადრიდელებმა ჯუდ ბელიგემის გოლით მოიგეს.
ჯუდი საოცარ ფორმაშია , მან უკვე 3 მატჩში: 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას: მადრიდელემა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში და უპირატესობა ხელთ იგდეს. შეხვედრის 68-ე წუთზე მასპინძლების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ბურთთან როდრიგო მივიდა , ბრაზილიელმა ეს პენალტი ვერ გამოიყენა და ანგარიში ისევ 0-0 დარჩა.
მატჩის მიწურულს რეალი უფრო გააქტიურდა. შეტევებმაც საგრძნობლად იმატა და 81-ე წუთზე ჯუდ ბელიგემაც გაიტანა სელტას კარში და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა და თამაშიც 0-1 დასრულდა.
მადრიდელები 9 ქულით პირველ ადგილზე არიან. შემდეგ მატჩს , ისინი 2 სექტემბერს ხეტაფეს წინააღმდეგ გამართავენ.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა: