"იმათ გასაგონად, ვინც ბრალდებები წამომიყენა..." - დემჩენკომ დილადან წამოსვლის მიზეზი განმარტა » სპორტის ხაზი

"იმათ გასაგონად, ვინც ბრალდებები წამომიყენა..." - დემჩენკომ დილადან წამოსვლის მიზეზი განმარტა

"იმათ გასაგონად, ვინც ბრალდებები წამომიყენა..." - დემჩენკომ დილადან წამოსვლის მიზეზი განმარტა
25-08-2023, 21:13
Aa Aa
გაზიარება:

დინამო ბათუმში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ანდრეი დემჩენკომ პირველი პრესკონფერენციაც გამართა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

"დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ჩემთვის დიდი გამოწვევაა, მთავარი ფაქტორი რასაც ამ ნაბიჯის გადადგმის დროს ჩავეჭიდე და გარკვეულწილად ჩემი მოტივაცია განსაზღვრა იყო კონტაქრტში არსებული პირობა იმის შესახებ, რომ დინამო ბათუმი ჩემპიონობის და პირველი პოზიციის გარდა არ განიხილავს არც ერთ სხვა ადგილს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში და სხვა შედეგი წარუმატებლობად შეფასდება, ამიტომ არის ეს სამუშაო ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და მინდა გავამრთლო იმ ადამიანების იმედები ვინც არჩევანი ჩემზე შეაჩერა. ენერგიით და ძალ-ღონით სავსე შევუდგები ჩემი მოვალეობების შესრულებას, მინდა დავამტკიცო, რომ ეს პოსტი დავიმსახურე და აქ შემთხვევით არავის მოვუყვანივარ.

რაც შეეხება გორის დილადან ჩემი წამოსვლის საკითხს, იმ ადამიანების გასაგონად ვინც გარკვეული ბრალდებები წამოყენა ჩემს მიმართ მსურს განვმარტო, რომ მაშინ როცა გორის დილასთან კონტრაქტი მიმთავრდებოდა და უცხოეთიდან კარგი შემოთავაზება მქონდა კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდში დარჩენა მთხოვა და კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი რომლის მიხედვითაც ევროტურნირების ჩამთავრების შემდეგ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩემი თავის გამოსყიდვა შემეძლო, ამას გორის დილას ხელმძღვანელობაც დაგიდასტურებთ.

დინამო ბათუმი საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეული გუნდია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის ფლაგმანადაც იქცა, მე მინდა გავამყარო ეს პოზიციები და გუნდის წარმატებები გავამრავლო. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბს წელს 100 წელი უსრულდება კარგად ვხვდები და ვაცნობიერებ თუ რა საპასუხისმებლო საქმე მელის წინ.

გია გეგუჩაძემ ამ გუნდში 6 წელი გაატარა და დიდი სამუშაო გასწია. აქ თავმოყრილნი არიან კარგი და კვალიფიციური ფეხბურთელები, მადლობა ჩემს წინამორბედს ასეთი გუნდის შეკრებისთვის, მე ჩემის მხრივ დარწმუნებული ვარ ჩემს ძალებში და 100 პროცენტით მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა. მინდა ავღნიშნო. რომ ამ ეტაპზე რადიკალურ ცვლილებს არ ვგეგმავ, რაღაცის დაშლა ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე შენება, ამიტომ არსებულზე დავაშენებთ და მხოლოდ მცირე კორექტირებებს შევიტანთ
", - განაცხადა დემჩენკომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი