'განხეთქილება კონტრაქტის გამო' - Corriere dello Sport-ს სტატია ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

'განხეთქილება კონტრაქტის გამო' - Corriere dello Sport-ს სტატია ხვიჩაზე

'განხეთქილება კონტრაქტის გამო' - Corriere dello Sport-ს სტატია ხვიჩაზე
25-08-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაორმაგება შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელი გაოცებული დარჩა, რადგან მას დაახლოებით ხუთი მილიონი ევროს ოდენობის ხელფასის იმედი აქვს - ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა [hide][/hide]Corriere dello Sport-ი ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ.

"ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმის დინამოდან ნაპოლიში გადასვლის შემდეგ გულშემატკივრების გული შთამბეჭდავი თამაშით მოიგო. ნაპოლიში გამართულ პირველ სეზონში მან 14 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.

თუმცა, კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებული ვითარება ნაპოლიში მის მომავალზე კითხვებს აჩენს. ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, რის გამოც კლუბი ცდილობს, გუნდში მისი უფრო ხანგრძლივი დარჩენა უზრუნველყოს.

'განხეთქილება კონტრაქტის გამო' - Corriere dello Sport-ს სტატია ხვიჩაზე

ხვიჩას ნაპოლის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის


მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიმ ფეხბურთელს ხელფასის გაორმაგება შესთავაზა, როგორც ჩანს, კვარაცხელიას მოლოდინი შეთავაზებას აღემატებოდა. ფეხბურთელს დაახლოებით ხუთი მილიონი ევროს ოდენობის ხელფასის იმედი აქვს, რაც აჩვენებს მის, როგორც ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, დიდ მნიშვნელობას.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ნეაპოლიტანელები მზად არიან, შესთავაზონ 3,5 მილიონ ევრომდე, პლუს ბონუსები. ამ ვითარებას ყურადღებით დავაკვირდებით, რადგან კვარაცხელიას ნიჭისა და პოტენციალის მიმართ გრანდები დიდ ინტერესს ავლენენ.
"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი