'შახტარისთვის ყველაფერს გავაკეთებ, დიდება უკრაინას' - აზაროვის პირველი ვრცელი ინტერვიუ ახალ კლუბში » სპორტის ხაზი

'შახტარისთვის ყველაფერს გავაკეთებ, დიდება უკრაინას' - აზაროვის პირველი ვრცელი ინტერვიუ ახალ კლუბში

'შახტარისთვის ყველაფერს გავაკეთებ, დიდება უკრაინას' - აზაროვის პირველი ვრცელი ინტერვიუ ახალ კლუბში
23-08-2023, 12:43
Aa Aa
გაზიარება:

შახტარის ახალწვეულმა, ირაკლი აზაროვმა უკრაინური კლუბის ოფიციალურ გვერდთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სხვასხვა თემაზე ისაუბრა:

– ირაკლი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნარინჯისფერ-შავების ოჯახში! თქვენ ახლახან ჩაატარეთ პირველი ვარჯიში "მაღაროელებთან". როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება?

წარმოუდგენელი იყო, რადგან ვიცი, რა დიდი გუნდია შახტარი. ჩემმა პირველმა ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. მე ვაგრძელებ წინსვლას და ვტკბები ჩემი ახალი კლუბით.

- როდესაც პირველად გაიგეთ, რომ შახტარი იყო თქვენით დაინტერესებული, როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება და რა მთავარმა ფაქტორმა გადაგაწყვეტინათ ამ კლუბში გადმოსვლა?

აქ, პირველ რიგში, ჩემი მეგობარი გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, მას დიდი ხანია ვიცნობ. ასევე მინდოდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და გაუმჯობესება, რადგან ვიცი, რომ შახტარს დიდი ისტორია აქვს და ბევრი შესაძლებლობების შეთავაზება შეუძლია. ამიტომ, მაქსიმალურად ვეცდები გუნდთან ერთად ვიმუშაო, რომ წინსვლა გავაგრძელო.

- რა გითხრათ გოჩოლეიშვილმა ტრანსფერამდე?

შახტარის ინტერესის შესახებ რომ შეიტყო, დამირეკა და არსებული ვითარება მომიყვა. ვესაუბრე ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემს მეუღლეს და გადავწყვიტე აქ, ჩემს ახალ სახლში ჩამოვსულიყავი.

- შახტარის მატჩებს ადევნებდი თვალს? გუნდზე რას იტყვით?

ვიცი, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი შეუერთდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერები ვიქნებით. მჯერა ყოველდღე, ყოველი თამაშით უკეთესები გავხდებით. მჯერა, რომ ყველა ღონეს გამოვიყენებთ.

- რა არის შენი ძლიერი თვისებები, რომლითაც შეგიძლია დაეხმარო გუნდს?

ჩემი აზრით, ჩემი ყველაზე დიდი უპირატესობა ტექნიკაა, მაგრამ ცოტა უნდა გავაუმჯობესო ფიტნესი. მაგრამ სწორედ ამისთვის ვარ აქ - ყოველდღიურად უკეთესი გავხდე.

- უფრო სწრაფად ადაპტაციაში დაგეხმარებათ ის, რომ თქვენ და გიორგი გოჩოლეიშვილი კარგად იცნობთ ერთმანეთს მოედანზე?

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გიორგის როლი ჩემს ადაპტაციაში, რადგან ის შვიდი-რვა თვეა აქ არის

- რა ნომრით ითამაშებ და რატომ?

შახტარში 16 ნომერი მექნება. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ ნომრით დავიწყე დინამო თბილისში, ამიტომ აქ გავაგრძელებ თამაშს.

- ძალიან ბევრი უკრაინელი გულშემატკივარი გვყავს, იქნებ რამე თქვათ?

წინ, უკრაინა! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!

დონეცკის შახტარმა ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2028 წლის 30 ივნისამდე არის გათვილილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.