ოფიციალურად: როდის შეუერთდება საბა ლობჟანიძე 'ატლანტას' ? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: როდის შეუერთდება საბა ლობჟანიძე 'ატლანტას' ?

ოფიციალურად: როდის შეუერთდება საბა ლობჟანიძე 'ატლანტას' ?
22-08-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

MLS-ს გასულ ტურში ატლანტა იუნატიედმა სიეტლი გასვლაზე 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ფეხბურთელს, საბა ლობჟანიძეს, რომელიც ამერიკაში ჰატაისპორიდან გადაბარგდა.

ლობჟანიძის ტრანსფერი კლუბმა 2 აგვისტოს დაადასტურა. ამის მიუხედავად, საბას ჯერ ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია. გამოცემა dirtysouthsoccer-ის ცნობით, ახალწვეული საბა ლობჟანიძე ატლანტასთან ერთად ვარჯიშს მიმდინარე კვირაში დაიწყებს და დიდი ალბათობით მომდევნო მატჩში მინიმუმ განაცხადში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ატლანტა აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილს 38 ქულით იკავებს. გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს, ნეშვილის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი