რა განცხადებას ავრცელებს მეისონ გრინვუდი » სპორტის ხაზი

რა განცხადებას ავრცელებს მეისონ გრინვუდი

რა განცხადებას ავრცელებს მეისონ გრინვუდი
21-08-2023, 19:55
Aa Aa
გაზიარება:

მეისონ გრინვუდის განცხადება ვრცლად:

მინდა დავიწყო იმით, რომ ადამიანები განმსჯიან იმის გამო, რაც ნახეს და მოისმინეს სოციალურ ქსელსა თუ მედიაში.

მე აღზრდისას ოჯახის წევრები სულ მეუბნებოდნენ, რომ ძალადობა ან შეურაწყოფა ნებისმიერ ურთიერთობაში არასწორია. მოგეხსენებათ თებერვალში გამათავისუფლეს რადგან არ გამიკეთებია ის რაშიც მადანაშაულებდნენ, თუმცა მე სრულად ვაღიარებ, რომ დაუშვი შეცდომები ჩემს ურთიერთობაში და ვიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. რთულია რათქმაუნდა ასეთ პირობებში ყოფნა როცა არავინ იცის სიმართლის შესახებ და ყველა სხვა თვალით გიყურებს, მაგრამ ამ ეტაპის გადალახვაში ჩემი ოჯახი მეხმარება.

მე ვსწავლობ ჩემს პასუხისმგებლობას, რომ ყველას კარგი მაგალითი მივცე როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა. ვარ ორიენტირებული დიდ პასუხისმგებლობაზე ვიყო მამა, ასევე კარგი პარტნიორი.

დღევანდელი გადაწყვეტილება იყო, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩემი ოჯახისა და ჩემი მოლაპარაკების პროცესის ნაწილი. ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, გავაგრძელო საფეხბურთო კარიერა ოლდ ტრაფორდიდან მოშორებით, სადაც ჩემი ყოფნა კლუბისთვის ყურადღების გაფანტვა არ იქნება. მადლობას ვუხდი კლუბს მხარდაჭერისთვის, შვიდი წლის ასაკიდან დღემე ის ჩემი ერთ-ერთი ნაწილი იყო.

უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი ოჯახისა და საყვარელი ადამიანების მარდაჭერით, ახლა ჩემი ჯერია უასუხო მათ ნდობას რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეს. ვაპირებ ვიყო უკეთესი ფეხბურთელი, მაგრამ რაც მთავარია კარგი მამა, უკეთესი ადამიანი და ჩემი ნიჭი პოზიტიურად გამოვიყენო მოედანზე და მის გარეთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი