ცინცინატის მასტერსი - ქალთა თანრიგში ფინალისტები ვინაობა ცნობილია » სპორტის ხაზი

ცინცინატის მასტერსი - ქალთა თანრიგში ფინალისტები ვინაობა ცნობილია

ცინცინატის მასტერსი - ქალთა თანრიგში ფინალისტები ვინაობა ცნობილია
20-08-2023, 00:55
Aa Aa
გაზიარება:

კოკო გოფმა ქალთა რეიტინგის ლიდერი ზედიზედ 7 მარცხის შემდეგ დაამარცხა და ცინცინატის მასტერსის ფინალში გავიდა.

პირველ სეტში პოლონელი ჩოგბურთელი ფლობდა საგრძნობ უპირატესობას , თუმცა გოფმა შეძლო კონცენტრირება და მატჩში დაბრუნდა. მან მეტოქეს 2 უკუ ბრეიკი შეუსრულა და სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა. ტაიბრეიკზე კი უკეთესი ამერიკელი გამოდგა და სეტიც დახურა: 7-6 ( 7-2 )

მეორე სეტში თანაბარი თამაში მიდიოდა მაგრამ ამერიკელმა საჭირო დროს ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა და საკუთარ გეიმში დაბრეიკდა. სწორედ ამ ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა მეორე სეტის ბედი.

რაც შეეხება "დისაიდერს": ჩოგბურთელები საკუთარ გეიმებს მარტივად იგებდნენ და წესით ეს სეტი ტაიბრეიკზე უნდა მისულიყო, თუმცა 3-4-ზე იგამ თავისი გეიმი ჩააგდო და დაბრეიკდა. ამ ბრეიკის შემდეგ კი გოფმა დამაჯერებლად მიიყვანა მატჩი დასასრულისკენ. ამრიგად ის ფინალშია და ტიტულისთვის იბრძოლებს.

მეორე 1/2 ფინალურ წყვილში ეკატერინა მუხოვამ ბელარუსი არინა საბალენკა საკმაოდ დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა.

პირველ სეტში ჩოგბურთელები ერთმანეთზე უკეთეს ჩოგბურთს თამაშობდნენ და სეტის გამარჯვებულის ვინაობაც სწორედ ტაიბრეიკზე გაირკვა, სადაც არინამ უკეთესად ითამაშა და სეტიც სათავისოდ დაიტოვა.

მეორე სეტში მუხოვამ შეხვედრაში დაბრუნება შეძლო და 6-3 მოიგო სეტი. არინამ 3-4-ზე ზედიზედ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა და სწორედ ამან განაპირობა სეტის წაგება.

მესამე სეტში მუხოვამ უფრო მოუმატა აგრესიულ თამაშს , რამაც შედეგი გამოიღო და 3 სეტში შეძლო მატჩის დასრულება. მასტერსის ფინალში მისი მეტოქე ამერიკელი კოკო გოფი იქნება.



იხილეთ მიმოხილვა:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი