'გიორგის წასვლა სულის ნაწილს წამართმევს' - 'მეცის' მწვრთნელმა ემოციები ვერ შეიკავა » სპორტის ხაზი

'გიორგის წასვლა სულის ნაწილს წამართმევს' - 'მეცის' მწვრთნელმა ემოციები ვერ შეიკავა

'გიორგის წასვლა სულის ნაწილს წამართმევს' - 'მეცის' მწვრთნელმა ემოციები ვერ შეიკავა
19-08-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

მარსელთან ფრედ დასრულებული (2:2) მატჩის შემდეგ მეცის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძეზე საუბრისას ემოცია ვერ შეიკავა და გუნდის ორი ლიდერის, იუსეფ მაზისისა და გიორგი მიქაუტაძის წასვლის შესახებ გავრცელებული ხმები, ფაქტობრივად, დაადასტურა.

მანამდე კი რუმინელმა სპეციალისტმა „მარსელთან“ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც მისმა გუნდმა ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა – ათი კაცით დარჩენილმა გუნდმა ძლიერ მეტოქეს ქულა წაართვა.

"მარსელს ბევრი საინტერესო მოთამაშე ჰყავს, განსაკუთრებით, თავდასხმაში. ამავე დროს, ჩვენ შეგვხდა დაჭრილი მხეცი, მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგიდან ბერძნულმა პანათინაიკოსმა გამოაგდო. ისინი იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ მეტი შეცდომა აღარ დაეშვათ. ისინი დღეს უკეთესები იყვნენ.

თუმცა, ჩვენ ჩავაბარეთ ტესტი აგრესიულობაზე. მეცი გაცილებით უკეთესი იყო შეტევაში, ვიდრე პირველ ტურში „რენის“ წინააღმდეგ. ამ ნებამ და სულიერმა მდგომარეობამ ორი გოლის გატანის საშუალება მოგვცა. ჩვენ გამოვავლინეთ აგრესიულობა, სპორტული თავხედობა, გამბედაობა. თუ ეს თვისებები გაქვს, სულ სხვა გუნდი ხდები და შენი წარმატების შანსი მატულობს. შემდეგ შეხვედრებში დაცვაში უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, შეტევაშიც უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ და ეს სულისკვეთება შევინარჩუნოთ.

რაც შეეხება მიქაუტაძეს და მაზიზს – შარშან ისინი იდეალურები იყვნენ. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ ნაწილობრივ მათი ნიჭის და განვითარების სურვილის წყალობით. მიქაუტაძე თუ დაგვტოვებს, სულის ნაწილს წამართმევს, რაც ყოველთვის მტკივნეულია."
– განაცხადა ლასლო ბოლონიმ.

გამოცემა sofoot.com-ი პრესკონფერენციის გაშუქებისას მიუთითებს, რომ მიქაუტაძეზე საუბრისას რუმინელმა სპეციალისტმა ემოცია ვერ შეიკავა და თვალებზე ხელი აიფარა, წერილი კი ამ ფრაზით დასრულდა: "არავის არ გაქვთ ხელსახოცი?"

გუშინდელ შეხვედრაში ულამაზესი გოლისა და რამდენიმე გამამწვავებელი მომენტის შემდეგ, მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაარწმუნა გუნდის გულშემატკივარი, რომ იგი მეცის ხერხემალია. 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი