მამარდაშვილის მშრალად შენახული კარი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა კიპერმა გუშინდელ შეხვედრაში? » სპორტის ხაზი

მამარდაშვილის მშრალად შენახული კარი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა კიპერმა გუშინდელ შეხვედრაში?

მამარდაშვილის მშრალად შენახული კარი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა კიპერმა გუშინდელ შეხვედრაში?
19-08-2023, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიის შემადგენლობაში ლა ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა - ლა ლიგის მეორე ტურში ღამურების მეტოქე ლას პალმასი, რომელიც ქართველის გუნდმა 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მეკარემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. პირველი ტაიმი ძალიან უფერული გამოვიდა, მეტოქეები ვითარების გამწვავებას ვერ ახერხებდნენ და, შესაბამისად, მეკარეებს საქმე ფაქტობრივად არ ჰქონიათ.

73-ე წუთზე ვალენსიამ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მას შემდეგ მიიღო, რაც სტუმართა ერთ-ერთმა მოთამაშემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, პეპელუმ კი თერთმეტმეტრიანი შესანიშნავად შეასრულა – 1:0.

დარჩენილ დროში სტუმარმა გუნდმა თამაშის გადარჩენა სცადა. სახიფათო გამოდგა 89-ე წუთზე ბენიტო რამირესის საჯარიმო დარტყმა, მაგრამ ბურთი კარს ასცდა. პირველი სეივი კი მამარდაშვილმა 90+4-ე წუთზე შეასრულა. საბოლოოდ, ვალენსიამ 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი, 6 ქულა დააგროვა და ბოლო წლებში პირველად ლა ლიგაში გალიდერდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვეულებისამებრ SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - ახალგაზრდა კიპერის გამოსვლა 6.8 ქულით შეაფასეს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მასპინძელა რიგებში.

მამარდაშვილის მშრალად შენახული კარი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა კიპერმა გუშინდელ შეხვედრაში?

მამარდაშვილის შეფასება ლას პალმასის წინააღმდეგ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი