ოფიციალურად : რომეო ლავია ჩელსის ფეხბურთელია! » სპორტის ხაზი

ოფიციალურად : რომეო ლავია ჩელსის ფეხბურთელია!

ოფიციალურად : რომეო ლავია ჩელსის ფეხბურთელია!
18-08-2023, 14:54
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად რომეო ლავია ჩელსის ფეხბურთელია - ფეხბურთელი რამდენიმე წუთის წინ გუნდმა ოფიციალურად წარადგინა.

დეტალები: 'ლურჯებმა' ბელგიელი ნახევარმცველი 'საუთჰემპტონიდან' 58 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატეს, ფეხბურთელთან შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმეს და რომეოს 45 ნომრიანი მაისური მისცეს.

ოფიციალურად : რომეო ლავია ჩელსის ფეხბურთელია!

ჩელსიმ კიდევ ერთი ნახევარმცველი დაიმატა

ლავია ანდერლეხტის აკადემიის პროდუქტია, სადაც მან რვა წელი გაატარა, სანამ 16 წლის ასაკში შეუერთდებოდა მანჩესტერ სიტის. თუმცა, მან საუთჰემპტონში გადასვლაზე მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა ქალაქელების მაისურით.

მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში 'წმინდანები' ჩემპიონშიპში დაქვეითდნენ, ლავიამ თავისი ხედვით და ნახევარდაცვაში კარგი თამაშით მრავალი გრანდის ყურადღება მიიქცია. კაისედოს დამატების შემდეგ, თითქოს 'ლომებს' აღარ სურდათ ლავიას დამატება და ბელგიელისთვის ბრძოლაში ლივერპული გააქტიურდა, თუმცა ფეხბურთელმა სტემფორდ ბრიჯზე თამაში არჩია და ჩელსის შეუერთდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი