გავრცელებული ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენმა ნეიმარის თაობაზე, არაბული კლუბისგან, ალ-ჰილალისგან სუპერ შეთავაზება მიიღო, იტყობინება GOAL-ი.
რა მოხდა? - გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პსჟ-ს აცნობა, რომ მას სურს 'ლურჯების' რიგების დატოვება ამ ზაფხულს და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება. პარიზელები არ აპირებენ 31 წლის ფეხბურთელის დარწმუნებას კლუბში დარჩენასთან დაკავშირებით და მზად არიან ნეაიმარი გაუშვან, მაგრამ ფრანგულ გუნდს მინიმუმ 150 მილიონი ევრო სურს.
ნეიმარის მიზანი მხოლოდ ბარსელონაა
ეს საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა არაბული ალ-ჰილალი მზადაა გადაიხადოს აღნიშნული თანხა სუპერვარსკვლავისთვის და როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მათ პსჟ-ს წარმომადგენლებს წინადადებითაც კი მიმართეს (დეტალები ჯერ უცნობია). პარკ დე პრანსზე ეს სურათი მოსწონთ, თუმცა სიტუაციით უკმაყოფილო სწორედ ნეიმარია, რომელსაც არ სურს არაბეთში წასვლა და კარიერის გაგრძელება მხოლოდ ბარსელონაში სურს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი 2017 საფრანგეთში სწორედ ესპანური გრანდიდან გადმობარგდა და ჩატარებულ 173 შეხვედრაში 118 გოლი გაიტანა და 77 ასისტი გააკეთა.