თურქული გრანდი საზონოვის სანაცვლოდ 3 მილიონს იხდის - თავად საბა ტრანსფერის წინააღმდეგია » სპორტის ხაზი

თურქული გრანდი საზონოვის სანაცვლოდ 3 მილიონს იხდის - თავად საბა ტრანსფერის წინააღმდეგია

თურქული გრანდი საზონოვის სანაცვლოდ 3 მილიონს იხდის - თავად საბა ტრანსფერის წინააღმდეგია
11-08-2023, 17:46
Aa Aa
გაზიარება:

რუსული გამოცემა Sport24-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და მოსკოვის დინამოს მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერით თურქული ბეშიქთაშია დაინტერესებული.

როგორც იწერება, თურქები მზად არიან 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადონ - მიუხედავად ამისა, გამოცემა წერს, რომ თავად საზონოვის სურვილი კარიერის ტოპ 5 ჩემპიონატში გაგრძელებაა და შეთავაზებებს მხოლოდ წამყვანი ჩემპიონატებიდან განიხილავს.

ცნობისთვის, მოსკოვის დინამოს მთავარი გუნდის მაისურით საბა საზონოვმა 41 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.