ბანერი, რომლის გამოც გორის დილა 10 000 ევროთი დააჯარიმეს (ფოტო) » სპორტის ხაზი

ბანერი, რომლის გამოც გორის დილა 10 000 ევროთი დააჯარიმეს (ფოტო)

ბანერი, რომლის გამოც გორის დილა 10 000 ევროთი დააჯარიმეს (ფოტო)
11-08-2023, 12:56
Aa Aa
გაზიარება:

სტადიონზე გადმოფენილი ბანერის გამო, დილა 10 000 ევროთი დაჯარიმდა - ინფორმაციას ამის თაობაზე ფეისბუქ გვერდი 90 წუთი ავრცელებს.

ლომკაცების 3 ბანერიდან ერთ-ერთი - ,,Free BBB", მიზნად დინამო ზაგრების ფანების (BAD BLUE BOYS) მხარდაჭერას გულისხმობდა. მატჩის დელეგატმა, ,,Free BBB" ფაშისტურ ნიშნად აღიქვა და ქართული გუნდი 10 000 ევროთი დააჯარიმა.

თავდაპირველად, დელეგატმა გუნდს გაფრთხილებით მიმართა, რომ ლომკაცებს აღნიშნული ბანერი აეღოთ, დილას ფანკლუბმა მოთხოვნა გაითვალისწინა, თუმცა რუმინელმა დელეგატმა, ოქმში ჯარიმა მაინც შეიტანა.

ცნობისთვის, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორის დილა აპოელს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი