კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გორის დილამ აპოელს უმასპინძლა და დინამო არენაზე 0:2 დამარცხდა.
მატჩი ქართულმა კლუბმა აქტიურად დაიწყო და მოედანზე სრულ უპირატესობას ფლობდა. თუმცა, ტაიმის ბოლოს დილას საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგებლეს კვიპროსელებმა და დაწინაურდნენ - ქვილითაის დარტყმა მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ჯოზე პრესპომ მაინც მოახერხა ანგარიშის გახსნა.
მეორე ტაიმში თითქოს უფრო შეტევითი თამაში უნდა გვეხილა ქართული კლუბის მხრიდან, მაგრამ ყველაფერი ისევ განსხვავებულად მოხდა. იევგენი კუჩერენკოს კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გეორგიოს ეფრემმა შეასრულა და კვიპროსელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მას შემდეგ ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრები დილას მარცხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ