შეუძლია ვინმეს შეაჩეროს იაპონია? - რეალობა, რომელსაც არავინ ელოდა » სპორტის ხაზი

შეუძლია ვინმეს შეაჩეროს იაპონია? - რეალობა, რომელსაც არავინ ელოდა

შეუძლია ვინმეს შეაჩეროს იაპონია? - რეალობა, რომელსაც არავინ ელოდა
9-08-2023, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთის ენთუზიასტების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. მთავარი მიზეზი კი მოულოდნელობაა, რომელიც მეოთხედ-ფინალებში გვხვდება. განსაკუთრებით საყურადღებო კი ფუტოში იკედას იაპონიაა, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვა (11-0).

"ყველაზე ძლიერი გუნდი, რაც კი ოდესმე მინახავს." - ასე აღწერა იაპონია ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა, კაროლინ გრემ ჰანსენმა მას შემდეგ, 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის 16-ფინალში ნორვეგიის ნაკრები აზიელებთან 3-1 დამარცხდა. მსოფლიო დონის ფეხბურთელისგან, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშობდა მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში, ეს საკმაოდ კარგი კომპლიმენტია.

მართლაც, როცა ტურნირის მეოთხედფინალურ წყვილებს ვაკვირდებით, იაპონია ერთადერთი ნაკრებია, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა. მიუხედავად იმისა, რომ მათ 2011 წელს მოიპოვეს ტიტული და ოთხი წლის შემდეგ ფინალში გავიდნენ, ისინი ახალ ზელანდიაში დიდი მოლოდინებით არ გამგზავრებულად, მაგრამ მათმა ასეთმა გამოსვლამ, რა თქმა უნდა, გაზარდა გაზარდა იმედი და სურვილი ტურნირის მოგებისა.

შეუძლია ვინმეს შეაჩეროს იაპონია? - რეალობა, რომელსაც არავინ ელოდა

იაპონიის ასეთ გამოსვლას, ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე არავინ ელოდა

"ისინი ძალიან მოწესრიგებულები და ძალიან ორგანიზებულები არიან შეტევაში და დაცვაში", - აღნიშნა გრეჰამ ჰანსენმა. "მათ არ სჭირდებათ ბევრი მომენტი გოლის გასატანად. გოგონებს ბევრი ძლიერი მხარე აქვთ და ყველას აჩვენეს, რომ ეს შეუძლიათ სხვადასხვა გუნდების წინააღმდეგ გამოიყენონ."ეს მართლაც გასაოცარია და ისმის მთავარი კითხვა - არის ვინმე ისეთივე დამაჯერებელი და კარგი, როგორც იაპონია?

ოქროს ერა



თორმეტი წლის წინ, იაპონიამ გააოცა საფეხბურთო სამყარო, როდესაც მოიპოვა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული. ეს იყო გასაოცარი , რომელიც განვითარდა მაშინ, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ განიცდიდა ტოჰოკუს მიწისძვრისა და ცუნამის შემდგომ შედეგებს, რომელმაც ტურნირის დაწყებამდე 15000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ეს იყო ოქროს პერიოდის დასაწყისი, რომელსაც შემდეგ მოყვაოლიმპიური ვერცხლის მედალი, პირველი აზიის თასის ტრიუმფი და კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. იაპონია მოულოდნელად გახდა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ქალთა ნაკრები. ცნობილი თამაშის სტილით, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობდა.


2011 წლის მსოფლიო ჩემპიონები


"დაღმასვლა"



მაგრამ როდესაც ქალთა ფეხბურთი მთელ მსოფლიოში იზრდებოდა, იაპონია მოვლენებს ოდნავ ჩამორჩა. განსაკუთრებით ევროპაში ინვესტიციებმა აჩვენა, რომ გუნდებმა დაიწყეს ნადეშიკოსა და აშშ-ის მსგავსების უზურპაცია. ძლიერი შიდა ლიგის არარსებობა ასევე პრობლემა იყო, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა მოთამაშე, გარდა ორისა, რომლებიც წავიდნენ 2019 წლის ქალთა მსოფლიოზე ფეხბურთს საზღვარგარეთ თამაშობდა.

ეჭვგარეშეა, რომ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ჰქონდა დიდი ნიჭი და რესურსი, როგორც ფეხბურთელებში, ასევე მწვრთნელებში, მაგრამ ეს ყველაფერი ერთიანი არ იყო. მათი დომინაცი კონტინენტზე თითქოს სრულდებოდა, იაპონიამ ვერც კი გააღწია აზიის თასის ფინალში 2022 წელს.

მწვერვალზე დაბრუნება



მაგრამ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. რებრენდირებული WE ლიგა - პირველი სრულად პროფესიონალი ქალთა დივიზიონი იაპონიაში - აგრძელებს გაუმჯობესებას და ახალი ფეხბურთელების აღმოჩენას. ამას ემატება ახალი მწვრთნელი, ფუტოში იკედას სახით, რომლის სტარტი მთლად იდეალური არ იყო - აზიის თასის ნახევარფინალში ჩინეთთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, იკედას გუნდი ნოემბერში ინგლისთან 4-0 დამარცხდა, რამდენიმე დღის შემდეგ ესპანეთთან 1-0, ბრაზილიასთან, აშშ-სთან და დანიასთან. ეს ყველაფერი კი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე.

თუმცა, ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც იკედამ ახალი ფორმაცია დანერგა - 3/4/3 - წყობა, რომელიც საშუალებას აძლევს ბევრს განვითარდეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯუნ ენდო მარცხენა ფლანგზე და ჰინატა მიაზავა მარჯვნივ. ეს იყო რეცეპტი, რომელმაც მსოფლიოზე იაპონიას წარმატება მოუტანა.

ძლიერი ტაქტიკური მონახაზი მსოფლიო ჩემპიონატზე



კიდევ ერთი უზარმაზარი, უზარმაზარი ფაქტორი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამოსვლისა იყო იკედას მიერ დანერგილი ტაქტიკა. ზამბიისა და კოსტა რიკის წინააღმდეგ, იაპონია იყო თავისუფალი, დომინანტი მხარე, რომელიც აკონტროლებდა მთლიან სურათს. ესპანეთის წინააღმდეგ კი სხვა რამ ვნახეთ.

იკედამ მისცა თავის გუნდს საშუალება უკან დახეული ფეხბურთი ეთამაშა. იაპონიამ დაუთმო ასპარეზი ლა როხას, თუმცა ეს სურათი აზიელებმა თავისთვის გამოიყენეს და ესპანეთს კონტრშეტევებით უპასუხეს. დამაჯერებელი 4-0 მოგება კი სრულიად განსხვავდებოდა ნოემბერში იმავე მეტოქსთან მარცხისგან 1-0.

ახლა იაპონია მეოთხედ-ფინალშია, სადაც 11 აგვისტოს, შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდება. თუ გუნდმა ეს ბარიერი დასძლია, აზიელები ნახევარფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.