'ჩვენი პრობლემა იყო' - საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების ნაწილი ანონსის დადებამდე გაიყიდა » სპორტის ხაზი

'ჩვენი პრობლემა იყო' - საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების ნაწილი ანონსის დადებამდე გაიყიდა

'ჩვენი პრობლემა იყო' - საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების ნაწილი ანონსის დადებამდე გაიყიდა
8-08-2023, 18:24
Aa Aa
გაზიარება:

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე საათის წინ ნაადრევად, ანონსის დადების გარეშე დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა სოციალური ქსელების საშუალებით და გულშემატკივართა ნაწილმა ბილეთების ყიდვა შეძლო.

საუბარია "ევრო 2024-ის" ფარგლებში ეროვნულ ნაკრებებს შორის 8 სექტემბერს თბილისში, "დინამო არენაზე" გასამართ მატჩზე. ბილეთები გასაყიდად გამოიტანა TKT.ge-მ, რომელთანაც "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია" თანამშრომლობს.

'ჩვენი პრობლემა იყო' - საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების ნაწილი ანონსის დადებამდე გაიყიდა

გაყიდული ბილეთები და შეფერხება TKT.ge-ზე

ფეხბურთის ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მათი მითითების შემდეგ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ასე არ მომხდარა.

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების ყიდვა ამ დროისთვის შეუძლებელია, შესაძენად საჭირო ბმული აღარ იძებნება TKT.ge-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი