შანსი მამარდაშვილს - იან ზომერი კარიერას 'ინტერში' გააგრძელებს » სპორტის ხაზი

შანსი მამარდაშვილს - იან ზომერი კარიერას 'ინტერში' გააგრძელებს

შანსი მამარდაშვილს - იან ზომერი კარიერას 'ინტერში' გააგრძელებს
4-08-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

იან ზომერი ბაიერნიდან კარიერას ინტერში გააგრძელებს, ინფორმაციას ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.

ანდრე ონანას წასვლის შემდეგ, ნერაძურის მისი სათანადო შემცვლელი სჭირდებოდა. იტალიური კლუბისთვის კი როგორც ჩანს მთავარი ვარიანტი სწორედ შვეიცარიელი მეკარე გახლდათ, რომელიც 'ბაიერნს' სულ რაღაც 1 წლის წინ შეუერთდა.

34 წლის კიპერის იტალიაში ტრანსფერი თითქოს იდეალურ სიტუაციას ქმნის გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელიც რეკორდმაისტერის სატრანსფერო სიის ერთ-ერთი მთავარი წევრია. წესით ზომერის ტრანსფერი უნდა იყოს მწვანე შუქი 'ბაიერნისთვის', თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა და ამის შესახებ ბოლო დღეებში არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში 2021 წლიდან გამოდის და ამ კლუბის მაისურით დღემდე 63 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 18-ში კარი მშრალად შეინახა. გიორგის "ღამურებთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, მის გამოსასყიდ თანხად კი კონტრაქტში 100 მილიონი ევროა მითითებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი