არსებობს შანსი, გორეცკამ ბაიერნი ამ ზაფხულს დატოვოს - გერმანელის მომდევნო სავარაუდო კლუბიც ცნობილია » სპორტის ხაზი

არსებობს შანსი, გორეცკამ ბაიერნი ამ ზაფხულს დატოვოს - გერმანელის მომდევნო სავარაუდო კლუბიც ცნობილია

არსებობს შანსი, გორეცკამ ბაიერნი ამ ზაფხულს დატოვოს - გერმანელის მომდევნო სავარაუდო კლუბიც ცნობილია
3-08-2023, 15:55
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედი ლეონ გორეცკას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება - მიუხედავად ამისა, ინგლისელებს ბაიერნისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.

თავის მხრივ ცნობილია ისიც, რომ თავად გორეცკას ბაიერნში დარჩენა და მომავალ სეზონში ყველასთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურს.

როგორც ბაიერნის ინსაიდერი და Sky Sports-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, იმის შანსი, რომ გორეცკამ ამ ზაფხულს ტუხელის გუნდი დატოვოს მაინც არსებობს - მანჩესტერ იუნაიტედი ტრანსფერის განხორციელებისთვის ძალისხმევის გაძლიერებას გეგმავს.

ცნობისთვის, გორეცკას და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულში ეწურება, გერმანულ Transfermarkt-ს კი 28 წლის შუახაზელი 45 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი