მანჩესტერ იუნაიტედი ლეონ გორეცკას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება - მიუხედავად ამისა, ინგლისელებს ბაიერნისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.
თავის მხრივ ცნობილია ისიც, რომ თავად გორეცკას ბაიერნში დარჩენა და მომავალ სეზონში ყველასთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურს.
ცნობისთვის, გორეცკას და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულში ეწურება, გერმანულ Transfermarkt-ს კი 28 წლის შუახაზელი 45 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.