მომდევნო ამხანაგურს გამოტოვებს - უახლესი ინფორმაცია კვარაცხელიას ტრამვაზე » სპორტის ხაზი

მომდევნო ამხანაგურს გამოტოვებს - უახლესი ინფორმაცია კვარაცხელიას ტრამვაზე

მომდევნო ამხანაგურს გამოტოვებს - უახლესი ინფორმაცია კვარაცხელიას ტრამვაზე
3-08-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჟირონას წინააღმდეგ გამართა. 90 წუთი ანგარიშით 1-1 დასრულდა კრისტიან სტუანისა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით.

ძირითადი დროის შემდეგ გუნდებმა თერთმეტმეტრიანებიც შეასრულეს, სადაც პარტენოპეიმ იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ პენალტი არ დაურტყამს ქართველ ვინგერს, რომელმაც მატჩის მიმდინარეობისას მცირე ტრამვა მიიღო და მოედანი დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სოციალურ მედიაში Сalcio Napoli 24-მა გაავრცელა ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ტოვებს 22 წლის ფეხბურთელი გასახდელს (შეხვეული ფეხით).

მომდევნო ამხანაგურს გამოტოვებს - უახლესი ინფორმაცია კვარაცხელიას ტრამვაზე

ხვიჩამ გასახდელი შეხვეული ფეხით დატოვა

ამ მატჩიდან რამდენიმე საათში პარტენოპეის ერთ-ერთი ლიდერის ტრამვის სიმძიმეზე ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ calciomercato-მ ასევე გაავრცელა უახლესი ცნობები, რომლის მიხედვითაც ხვიჩა თერაპიას გაივლის, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში უქმობას ნიშნავს. წყარო ასევე სძენს, რომ ქართველი ვარსკვლავი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრსაც გამოტოვებს, რომელსაც იტალიური კლუბი 6 აგვისტოს, აუგსბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი