გამორიცხა თუ არა ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა? - Deportevalenciano ქართველზე წერს » სპორტის ხაზი

გამორიცხა თუ არა ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა? - Deportevalenciano ქართველზე წერს

გამორიცხა თუ არა ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა? - Deportevalenciano ქართველზე წერს
2-08-2023, 15:54
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს დამაჯერებელი სეზონის შემდეგ არაერთ ცნობილ კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის მიუნხენის ბაიერნს, რომელიც მამარდას გადაბირებას დღემდე აქტიურად განიხილავს.

ამის პარალელურად, ვალენსიასთან დაკავშირებულმა ვებგვერდმა, კერძოდ Deportovalenciano-მ სტატია სწორედ ქართველი მეკარის შესახებ გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ მამარდაშვილი კლუბში კიდევ ერთი სეზონით დარჩენასთან ძალიან ახლოსაა:

"სატრანსფერო ბაზარი საკმაოდ მოულოდნელი და კაპრიზულია, ამიტომ წინასწარ გადაჭრით საუბარი ძალიან სახიფათოა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ისე ვითარდება, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში უნდა დარჩეს."

"ვალენსია დღემდე უსმენს იმ წინადადებებს, რომლებსაც გიორგის თაობაზე იღებს, თუმცა მათი სურვილი 30 მილიონი ევროს მიღებაა, ამდენს კი ჯერჯერობით ვერავინ იხდის მიუხედავად იმისა, რომ საქმე ევროპასა და დიდ ფულს ეხება. როგორც ჩანს, გიორგი მომდევნო სეზონშიც ვალენსიაში იქნება და შეეცდება, რომ ჩამორჩენილი კომპონენტები განავითაროს, მაგალითად ფეხით თამაში და საჰაერო გამოსვლები. ეს სწორედ ის თვისებებია, რაც ელიტურ მეკარეში ძალიან ფასობს"
, - დაწერა გამოცემამ

სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ, გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში შვებულებიდან დაბრუნებისას თავადვე აღნიშნა, რომ მისი კლუბში დარჩენის შანსები არც თუ ისე პატარაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი