ახალი სამიზნე | ნაპოლი მუშაობას ბელგიელი ტალანტის შეძენაზე იწყებს » სპორტის ხაზი

ახალი სამიზნე | ნაპოლი მუშაობას ბელგიელი ტალანტის შეძენაზე იწყებს

ახალი სამიზნე | ნაპოლი მუშაობას ბელგიელი ტალანტის შეძენაზე იწყებს
2-08-2023, 11:20
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ნაპოლი ერთ-ერთმა გარემარბმა უნდა დატოვოს, გამოკვეთილი კანდიდატი კი ირვინგ ლოსანოა, რომელიც MLS-სა და ლოს ანჯელესს დაუკავშირეს.

სწორედ ამის გამო აურელიო დე ლაურენტისი ახალი ვინგერის ძიებაშია. როგორც იტალიურ მედიაში წერენ, მისი ფავორიტი პსვ ეინდჰოვენისა და ბელგიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ტალანტი, იოჰან ბაკაიოკოა, რომელიც სულ რაღაც 20 წლის გახლავთ.

იოჰან ბაკაიოკომ ნიდერლანდების ჩემპიონატში გასულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. ახალგაზრდა ბელგიელის უმთავრესი მახასიათებელი საოცარი ტექნიკური მონაცემებია, რასაც ბაკაიოკო მეტოქეების ჩამოსაშორებლად ხშირად იყენებს ხოლმე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლის ბაკაიოკოს ტრანსფერი 10-15 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს, რაც კლუბის ბიუჯეტს იდეალურად ერგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი