რაია და ბაიერნი გამოირიცხა | როგორ ეტაპზეა გიორგი მამარდაშვილის რეკორდმაისტერში ტრანსფერი » სპორტის ხაზი

რაია და ბაიერნი გამოირიცხა | როგორ ეტაპზეა გიორგი მამარდაშვილის რეკორდმაისტერში ტრანსფერი

რაია და ბაიერნი გამოირიცხა | როგორ ეტაპზეა გიორგი მამარდაშვილის რეკორდმაისტერში ტრანსფერი
31-07-2023, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი ახალი მეკარის დამატებაა. საქმე ისაა, რომ იან ზომერს კარი თითქმის უკვე მოხურული აქვს, 37 წლის მანუელ ნოერი კი ტრავმიდან ახლა ბრუნდება, რის გამოც გერმანელები ახალ სანდო კადრს ეძებენ.

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა ბრენტფორდის მეკარის, დავიდ რაიას ბაიერნში ტრანსფერის შესახებ, თუმცა როგორც SPORT1-მა დაწერა, რაიამ გერმანელებს უარი უთხრა, რის გამოც კლუბი ახალი კარის დარაჯის ძიებაში გადაერთო. დამატებითი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თავად რაიას სურვილი ლონდონის არსენალში თამაშია, რაზეც The Athletic-ის ჟურნალისტმა, დევიდ ორნშტეინმა დაწერა.

რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნს, მათთვის ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილი რომ არის, ამაზე საუბარიც კი აღარაა საჭირო, თუმცა პრობლემა ის ფასია, რასაც ვალენსია ქართველ მეკარეს ადებს. საქმე ისაა, რომ გიორგი ახლა 20-30 მილიონი ევრო ღირს, ბაიერნს კი ამდენის გადახდის სურვილი არ აქვს.

სწორედ ამის გამო, გიორგის კიდევ ერთი მოცილე ახლა სევილიას 32 წლის მეკარე იასინ ბონოა, რომელიც ბაიერნს მამარდაშვილის ფასის ნახევარი დაუჯდება. იმ შემთხვევაში თუ სევილია ბონოს ტრანსფერს დაბლოკავს, მაშინ გიორგი მამარდაშვილისთვის ბაიერნში ტრანსფერის კონკურენტი აღარც დარჩება (ცხადია, იმ შემთხვევაში თუ კლუბი ვინმე ახალს არ მოძებნის).

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბაიერნში ნოიერისთვის ფსიქოლოგიური პრობლემებისა და მაღალი კონკურენციის შექმნას არ აპირებენ. კლუბის საპატიო პრეზიდენტის, ული ჰიონესის თქმით, საჭიროა გუნდში ისეთი ახალი მეკარის დამატება, რომელიც მანუელ ნოიერს წნეხს არ გაუზრდის. როგორც ჩანს, გერმანიაში გამოცდილ მეკარეს ისევ დიდ ნდობას უცხადებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი