"საბა საზონოვმა ევროპის ტოპ ლიგაში უნდა ითამაშოს" - მოსკოვის დინამოს წარმომადგენელი » სპორტის ხაზი

"საბა საზონოვმა ევროპის ტოპ ლიგაში უნდა ითამაშოს" - მოსკოვის დინამოს წარმომადგენელი

"საბა საზონოვმა ევროპის ტოპ ლიგაში უნდა ითამაშოს" - მოსკოვის დინამოს წარმომადგენელი
30-07-2023, 12:23
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო პერიოდში საბა საზონოვი არაერთ ცნობილ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის ფრანგულ ლიონსა და სხვა წარმატებულ ევროპულ გუნდებსაც.

ამის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა დინამო მოსკოვის დირექტორთა საბჭოს წევრმა, დმიტრი გაფინმა:

"საბა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, ევროპული კლუბებიდან მის მიმართ ინტერესი მართლაც გაზრდილია. სათანადო შემოთავაზების შემთხვევაში, რომელიც კლუბსაც და ფეხბურთელსაც დააკმაყოფილებს, დიდია იმის ალბათობა, რომ საზონოვი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლიგაში აღმოჩნდება."

"რაც შეეხება ლიონს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს კლუბი ფინანსური შეზღუდვების გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებს ფეხბურთელების ყიდვას. ლიონიც და სხვებიც საბას მიმართ ინტერესს ნამდვილად გამოხატავენ"
, - თქვა გაფინმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.