VIDEO: არაბულმა კლუბმა მაჰრეზი ოფიციალურად წარადგინა - სიტი ტრანსფერში 35 მილიონს მიიღებს » სპორტის ხაზი

VIDEO: არაბულმა კლუბმა მაჰრეზი ოფიციალურად წარადგინა - სიტი ტრანსფერში 35 მილიონს მიიღებს

VIDEO: არაბულმა კლუბმა მაჰრეზი ოფიციალურად წარადგინა - სიტი ტრანსფერში 35 მილიონს მიიღებს
28-07-2023, 16:07
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ოფიციალურად, რიად მაჰრეზი ალ აჰლის ფეხბურთელია - არაბულმა კლუბმა ალჟირელი ცოტა ხნის წინ წარადგინა.

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მანჩესტერ სიტი ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს.

თავად მაჰრეზმა კი ალ აჰლთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა - მართალია მისი ყოველწლიური ანაზღაურება ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ 32 წლის გარემარბი წელიწადში დაახლოებით 50 მილიონ ევროს მიღებდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი