"დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ ამ მიზეზის გამო არ შემიძლია" - კლოპი გერმანიის ნაკრების მწვრთნელობაზე » სპორტის ხაზი

"დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ ამ მიზეზის გამო არ შემიძლია" - კლოპი გერმანიის ნაკრების მწვრთნელობაზე

"დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ ამ მიზეზის გამო არ შემიძლია" - კლოპი გერმანიის ნაკრების მწვრთნელობაზე
21-07-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ნაკრების მწვრთნელობის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველასთვის დიდი პრივილეგია იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ლივერპულის დატოვება არ შეუძლია.

"ნაკრებში მუშაობა დიდი პატივი იქნებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. რაც ამ ყველაფერს ხელს უშლის და პრობლემის სახით ჩნდება, ეს ჩემი ერთგულებაა. არ შემიძლია ახლა ლივერპულის დატოვება და იმის თქმა, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გავხდები", - განაცხადა კლოპმა.

ცნობისთვის, ამჟამად გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკია, რომლის შედეგებითაც გულშემატკივრები იმედგაცრუებული არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი