"მასზე ფსონს ვდებთ და ვენდობით, თუმცა.." - ფროზინონეში კვერნაძეზე საუბრობენ » სპორტის ხაზი

"მასზე ფსონს ვდებთ და ვენდობით, თუმცა.." - ფროზინონეში კვერნაძეზე საუბრობენ

"მასზე ფსონს ვდებთ და ვენდობით, თუმცა.." - ფროზინონეში კვერნაძეზე საუბრობენ
21-07-2023, 19:44
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ფროზინონეს სპორტულმა დირექტორმა, კერძოდ გვიდო ანჯელოციმ ამავე კლუბში გადასულ გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბში მისადმი დიდი ნდობა გამოცხადებული:

"ჩვენც ისევე დავიმატეთ ქართველი ვინგერი, როგორც ეს ნაპოლიმ გააკეთა. მათ შემთხვევაში ამან გაამართლა და იმედი გვაქვს, რომ აქაც ანალოგიური მოხდება. ხვიჩასა და გიორგის საერთო აგენტები ჰყავთ და ერთი ისტორიის გაზიარება შეუძლიათ."

"კვერნაძეს კლუბში ენდობიან და მისადმი დიდი ნდობაა გამოცხადებული. ის არის მოთამაშე, ვისზეც დიდი ფსონია განთავსებული. მიუხედავად ამისა, მას ბევრ ასპექტში აქვს მოსამატებელი, განსაკუთრებით კი ფიზიკურ კონდიციებში."
- თქვა ანჯელოციმ

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძის დებიუტი ფროზინონეში რამდენიმე დღის წინ შედგა და ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანაც კი შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი