ცნობლია მიზეზიც - რატომ გააძევა ფეჰერვარმა ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან? » სპორტის ხაზი

ცნობლია მიზეზიც - რატომ გააძევა ფეჰერვარმა ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან?

ცნობლია მიზეზიც - რატომ გააძევა ფეჰერვარმა ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან?
11-10-2022, 19:16
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 10 ოქტომბერს, უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებულ შეხვედრაში, ფეჰევარი შინ უიპეშტს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

მასპინძელი გუნდის ქართველი შემტევი ცვლილებაზე შემოვიდა და მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა - ადგილობრივი გამოცემების ცნობით, ზივზივაძემ ფეჰევარის ქომაგები აღაშფოთა და როგორც მოგვიანებით Geo Team-მა გვამცნო, ფეჰერვარმა ის პირველი გუნდიდან გააძევა - მინიმუმ იანვირს სატრანსფერო ფანჯარამდე, ბუდუ ზივზივაძეს ფეჰერვარის მეორე გუნდში ვარჯიში მოუწევს.

საქმე იმაშია, რომ წაგებული შეხვედრის შემდეგ, ფეჰევარის ფეხბურთელები თავიანთი კლუბის ქომაგებთან ბოდიშის მოსახდელად მივიდნენ, პარალელურად კი ბუდუ ზივზივაძე უიპეშტის ფეხბურთელებთან ერთად იცინოდა - ცნობისთვის, სწორედ ამ გუნდში ჰყავდა ფეჰევარს ქართველი ფორვარდი ნახევარი სეზონით განათხოვრებული.

იქაური გამოცემების ცნობით, გულშემატკივრებმა ფეჰევარის მოთამაშეებს მაისურების გახდა სთხოვეს, რადგან ბოლო პერიოდია არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვთ - ცხადია, ყოველივე ამაზე თითოეულმა მოთამაშემ უარი განაცხადა, თუმცა, ბუდუ აქაც მცირე სკანდალში გაეხვია - მატჩის დასრულების შემდეგ, მან მაისური უიპეშტის ფეხბურთელს გაუცვალა, მეტოქე გუნდის ფანებს ხელი დაუქნია და მოედანი ისე დატოვა.

ცნობისთვის, ზივზივაძეს კლუბში არასაკმარისი თამაშო დრო ეძლევა და მიუხედავად ამ პრობლემისა, ქართველმა კონფერენს ლიგაზე მაინც მოახერხა 5 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება.

რაც შეეხება ფეჰევარს, 10 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი