ბორდომ დავითაშვილის სანაცვლოდ შეთავაზებულ 9 მილიონზე უარი თქვა - ტრანსფერით იტალიური კლუბი იყო დაინტერესებული » სპორტის ხაზი

ბორდომ დავითაშვილის სანაცვლოდ შეთავაზებულ 9 მილიონზე უარი თქვა - ტრანსფერით იტალიური კლუბი იყო დაინტერესებული

ბორდომ დავითაშვილის სანაცვლოდ შეთავაზებულ 9 მილიონზე უარი თქვა - ტრანსფერით იტალიური კლუბი იყო დაინტერესებული
17-07-2023, 18:04
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, 22 წლის ზურიკო დავითაშვილმა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალედ ჩაატარა და ცხადია, ამის ფონზე ქართველი შემტევის მიმართ ინტერესი გაიზარდა.

როგორც Girondis4ever-ი წერს, ფრანგულ ბორდოს ზურიკოს ტრანსფერის სანაცვლოდ ერთ-ერთმა იტალიურმა კლუბმა (ვინაობა არ სახელდება) 9 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა კლუბმა ამ ეტაპზე ზურიკოს გაშვება არ ისურვა და იტალიური გუნდი უარით გაისტუმრა.

უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბორდოს ნომერ პირველი ამოცანა მომდევნო სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში აღზევება იქნება და ამ გზაზე, მათი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ზურიკო დავითაშვილია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი