"მისი ლაციოში ტრანსფერი კლუბისთვის მნიშვნელოვანი იქნება" | Goal-მა მიქაუტაძეზე დაწერა » სპორტის ხაზი

"მისი ლაციოში ტრანსფერი კლუბისთვის მნიშვნელოვანი იქნება" | Goal-მა მიქაუტაძეზე დაწერა

"მისი ლაციოში ტრანსფერი კლუბისთვის მნიშვნელოვანი იქნება" | Goal-მა მიქაუტაძეზე დაწერა
14-07-2023, 17:14
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძეს ზედიზედ რამდენიმე დღეა რომის ლაციოს უკავშირებენ. როგორც ჩანს, საქმე მართლაც სერიოზულადაა და ქართველ თავდამსხმელს რეალური შანსი აქვს იმისა, რომ კარიერა იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ წამყვან კლუბში გააგრძელოს.

ამ მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ სტატია გამოაქვეყნა Goal-მა, რომელმაც გიორგი მიქაუტაძის პროფილი კარგად გაშალა და ის დეტალები გამოარჩია, რაც მისი და ლაციოს შესაძლო ურთიერთკავშირს უფრო მეტად ამძაფრებს:

"გიორგი მიქაუტაძე ქართველი თავდამსხმელია, თუმცა თამაში ფლანგზეც შეუძლია. ამ ფეხბურთელის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ისაა, რომ გოლებს კარგი რაოდენობით იტანს და შესანიშნავი სიმკვირცხლით გამოირჩევა."

"ქართველი ფეხბურთელის ლაციოში ტრანსფერი კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს. L'equipe-ს ინფორმაციის მიხედვით, მეცი გიორგი მიქაუტაძეში 20 მილიონ ევროს ითხოვს და სწორედ ესაა მიზეზი იმისა თუ რატომაც დაბლოკა ფრანგულმა კლუბმა ბარნლის 15 მილიონიანი წინადადება."
- დაწერა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე გასული სეზონის ლიგა 2-ში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამავე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი