პარკაძე ბაიერნის მთავარი გუნდის განაცხადშია - ქართველი მანჩესტერ სიტის და ლივერპულის წინააღმდეგ ითამაშებს » სპორტის ხაზი

პარკაძე ბაიერნის მთავარი გუნდის განაცხადშია - ქართველი მანჩესტერ სიტის და ლივერპულის წინააღმდეგ ითამაშებს

პარკაძე ბაიერნის მთავარი გუნდის განაცხადშია - ქართველი მანჩესტერ სიტის და ლივერპულის წინააღმდეგ ითამაშებს
12-07-2023, 22:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და თბილისის დინამოს შემტევი ნახევარმცველი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე მიუნხენშია და დუბლებშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს - როგორც იწერება, პარკაძე მანამ, სანამ ბაიერნის მთავარი შემადგენლობა სეზონის დაწყებამდე შეიკრიბება, დუბლებში ივარჯიშებს, შემდეგ კი მზადებას მთავარ გუნდთან ერთად დაიწყებს - სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტენ მიუნხენელები დატოვებენ ლუკას თუ იჯარის წესით სხვა კლუბში გაუშვებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამორიცხულია, პარკაძემ დუბლებში ითამაშოს, ახალგაზრდა მოთამაშე მანჩესტერ სიტის და ლივერპულის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მთავარ გუნდთან ერთად მოემზადება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი