თბილისის დინამოს 17 წლის ნახევარმცველი, ლუკა პარკაძე მიუნხენის ბაიერნში გადასვლამდე იჯარის წესით გაგრაში ითამაშებს - ამის თაობაზე ინფორმაციას გაგრას ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
ლუკა პარკაძემ მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის გათამაშებაში თბილისის დინამოს მაისური ერთ მატჩში მოირგო, ისე კი ახალგაზრდა ტალანტს საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები.
როგორც გაირკვა, პარკაძე გერმანულ გრანდს ივლისიდან შეუერთდება.