ჯენოაში უთამაშია | ქუთაისის ტორპედო ევროტურნირების წინ გაძლიერდა » სპორტის ხაზი

ჯენოაში უთამაშია | ქუთაისის ტორპედო ევროტურნირების წინ გაძლიერდა

ჯენოაში უთამაშია | ქუთაისის ტორპედო ევროტურნირების წინ გაძლიერდა
12-07-2023, 12:12
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ქართული კლუბები ჩემპიონთა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ დღეებში ჩაერთვებიან, მათ შორის ქუთაისის ტორპედოც, რომელიც კონფერენს ლიგის შესარჩევის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას ხვალ, ბოსნიური სარაევოს წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს.

როგორც თავად იმერული კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ტორპედომ ევროტურნირების წინ დაიმატა მოთამაშე, რომელსაც გამოცდილება იტალიის სერია A-ში აქვს მიღებული.

ეს ფეხბურთელი 28 წლის ნიკოლა ნინკოვიჩი გახლავთ, რომელიც კარიერას მშობლიურ პარტიზანში იწყებდა და იქ 4 წელი გაატარა, რის შემდეგაც მის ცხოვრებაში ზედიზედ 4 იტალიური კლუბი გამოჩნდა, ესენი კი კიევო, ჯენოა, ემპოლი და ასკოლი გახლავთ.

ნიკოლა ნინკოვიჩთან ქუთაისის ტორპედომ კონტრაქტი 1.5 წლით გააფორმა და ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც მის განახლებას კიდევ 1 წლით ითვალისწინებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი