"ერთადერთი კლუბია, სადაც ვიქტორ ოსიმენი გაიყიდება" - ნაპოლის პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

"ერთადერთი კლუბია, სადაც ვიქტორ ოსიმენი გაიყიდება" - ნაპოლის პრეზიდენტი

"ერთადერთი კლუბია, სადაც ვიქტორ ოსიმენი გაიყიდება" - ნაპოლის პრეზიდენტი
11-07-2023, 13:54
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კლუბის ნიგერიელი სტრაიკერის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა:

"იქნება თუ არა ჩვენთან ერთად ოსიმენი მომდევნო სეზონში? - დიდი იმედი მაქვს, რომ მასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ჩვენს დახმარებას კვლავ შეძლებს."

"ახლა მხოლოდ ერთი გუნდი არსებობს, რომელსაც მისი ყიდვა შეუძლია და ეს პარი სენ-ჟერმენია. ყველაფერი მათ პრეზიდენტზეა დამოკიდებული."

"იმ შემთხვევაში თუ პსჟ ოსიმენის სანაცვლოდ მსუყე შეთავაზებას გაგვიკეთებს როგორც ჩვენ, ისე თავად ფეხბურთელს, მაშინ ის პარიზულ კლუბში აღმოჩნდება."
- თქვა დე ლაურენტისმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი