"მისი გვჯერა, ჩვენი სასიკვდილო იარაღი უნდა გახდეს" - ფროზინონეს პრეზიდენტი კვერნაძეზე » სპორტის ხაზი

"მისი გვჯერა, ჩვენი სასიკვდილო იარაღი უნდა გახდეს" - ფროზინონეს პრეზიდენტი კვერნაძეზე

"მისი გვჯერა, ჩვენი სასიკვდილო იარაღი უნდა გახდეს" - ფროზინონეს პრეზიდენტი კვერნაძეზე
8-07-2023, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, გიორგი კვერნაძის ფროზინონეში 1 წლიანი იჯარა ოფიციალურად დადასტურდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ახალ კლუბში ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს და თუ ბოსებისთვის თავის მოწონებას შეძლებს, მაშინ იტალიელებს მის სანაცვლოდ 2-3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

სწორედ გიორგი კვერნაძის შესახებ ესაუბრა La Gazzetta dello Sport-ს ფროზინონეს პრეზიდენტი, მაურიციო სტირპე, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბში ქართველი ახალწვეულისგან ბევრს ელიან და მისდამი დიდი ნდობაა გაცემული:

"სერია A იმდენად შეიცვალა და იმდენად რთული ტურნირი გახდა, ჩვენ შიშის გრძნობით არცერთი გუნდის წინააღმდეგ არ უნდა ვითამაშოთ, არც პირველ ტურში ნაპოლისთან და არც შემდეგ ატალანტასთან."

"გიორგი კვერნაძე? - ამ ფეხბურთელს რამდენიმე თვის განმავლობაში ვსწავლობდით. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიმატებდით, თუ უმაღლეს დივიზიონში დავწინაურდებოდით და ამის გაკეთება შევძელით."

"გვაქვს იმედი, რომ გიორგი გაამართლებს და ჩვენი მომაკვდინებელი იარაღი გახდება."
- თქვა მაურიციო სტირპემ

ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის 2023/2024 წლების სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება, ქართველების დერბის კი პირველსავე ტურში ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი