"გიორგი აბუაშვილს ალანიასპორში ელოდებიან" - პორტუგალიური მედია » სპორტის ხაზი

"გიორგი აბუაშვილს ალანიასპორში ელოდებიან" - პორტუგალიური მედია

"გიორგი აბუაშვილს ალანიასპორში ელოდებიან" - პორტუგალიური მედია
6-07-2023, 13:44
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი აბუაშვილის პორტოში ტრანსფერმა თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ქართველ გულშემატკივარს მიაჩნდა, რომ ეროვნულ ნაკრებს მორიგი ტალანტი ეზრდებოდა. სამწუხაროდ, გიორგი პორტუგალიური გუნდის არა პირველ, არამედ B გუნდში ირიცხება და სათამაშო დრო იქაც კი არ აქვს.

სწორედ ამიტომ, 20 წლის გარემარბის კლუბიდან წასვლა კარგი გამოსავალი უნდა იყოს, რადგან ჯერ დაკარგული არაფერია. როგორც პორტუგალიური მედიის, კერძოდ O JOGO-ს ვებგვერდზე დაიწერა, ქართველი მოთამაშის 1 წლით იჯარის წესით აყვანა თურქული სუპერ ლიგის გუნდს, ალანიასპორს სურს:

"თურქულმა ალანიასპორმა პორტუს წარმომადგენლებს გიორგი აბუაშვილის თაობაზე შეთავაზება უკვე გაუკეთა. მათ სურთ, რომ ქართველი ფეხბურთელი იჯარით წაიყვანონ და იმედოვნებენ, რომ რუმინელი პეტროლულისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში პორტუგალიელებისგან დადებით პასუხს მიიღებენ და აბუაშვილს 1 წლით დაიმატებენ." - წერს O JOGO

ცნობისთვის, 20 წლის გიორგი აბუაშვილს პორტოსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდი შანსია, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა პორტუგალიური გრანდი ვადის ამოწურვამდე დატოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი