საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას პორტუგალიური თავგადასავალი ოფიციალურად დასრულებულია.
ქართველი ფეხბურთელი ბოლო 2 წლის განმავლობაში ჟილ ვისენტეში თამაშობდა და მათი მაისურით აქამდე 63 მატჩი გამართა.
დღეს დაიწერა, რომ გიორგი აბურჯანია თურქეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი ჰატაისპორის შემადგენლობაში გადავიდა, სადაც გარკვეული ხნის წინ კიდევ ერთი ქართველი, საბა ლობჟანიძე თამაშობდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა ნახევარმცველმა თურქულ კლუბთან 2 წლიანი საკონტრაქტო ხელშეკრულება გააფორმა.