"არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც კეინის სათამაშო სტილი არ მოსწონს" - მიულერმა შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც კეინის სათამაშო სტილი არ მოსწონს" - მიულერმა შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც კეინის სათამაშო სტილი არ მოსწონს" - მიულერმა შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
14-07-2023, 23:48
Aa Aa
გაზიარება:

ჰარი კეინის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე გერმანიაში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს წერენ - აღნიშნულზე კომენტარი რეკორდმაისტერის თავდამსხმელმა, ტომას მიულერმაც გააკეთა:

"ჩემს თავს ვუთხარი, რომ სანამ მსგავსი საკითხების დროს ტრანსფერები არ დასრულდება, ამაზე ლაპარაკი არ ღირს.

კითხვაზე მოსწონს თუ არა მას კეინი, როგორც ფეხბურთელი, მიულერმა სიცილით უპასუხა: "არ ვიცნობ ვინმეს, ვისაც ის არ მოსწონს.

მოუთმენლად ველოდები იმ ბიჭების გაცნობას, რომლებმაც უკვე გააფორმეს გუნდთან კონტრაქტი. ჩვენ უკვე ორი ახალწვეული გვყავს (რაფაელ გერერო და კონრად ლაიმერი)
", - განაცხადა მიულერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი